გავიმეორეთ წინა დღის მასალა. შევისწავლეთ ფასილიტაციის, როგორც გეზის მიმცემის -რესურსის შექმნა, რაც დამეხმარება პროექტზე მუშაობისას. მოვახდინეთ პროექტის პორტფოლიოს გადახედვა, შევისწავლეთ ბლოგზე ატვირთვა - გაჯეტი, ასევე გავეცანით სიის გაჯეტს. ამ ყველაფერს გავითვალისწინებ და გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობისას.
воскресенье, 27 сентября 2015 г.
ტრენინგის მეშვიდე დღე
წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ გავიხსენეთ გარდნერის თეორიის ძირითადი პრინციპები, რის მიხედვითაც მოსწავლეებს დავალებებს გადავუნაწილებთ , მათი გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით. ეს კი მოსწავლეს აუმაღლებს მოტივიზაციას.
გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა.
გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა.
воскресенье, 13 сентября 2015 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
გავიმეორეთ წინა დღის მასალა. დღეს გავეცანით, როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა ნამუშევრის პრეზენტაცია. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეების საქმიანობის ეტაპობრივად შეფასება და რუბრიკების ჩასმა. გადავხედეთ პროექტის გეგმებს, მოვინიშნეთ, რაც დაგვეხმარება საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავებაში.
суббота, 12 сентября 2015 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
გავიმეორეთ წინა დღის მასალა. შევისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, როგორ უნდა მოხდეს ურთიერთშეფასებები ანუ კომენტარები ბლოგზე.როგორ შევქმნათ მოსწავლის ბლოგი. გაჯეტის - როგორც დამატებითი ელექტრონული ინსტრუმენტის გამოყენება, მაგალითად სურათის და გამოკითხვის გაჯეტი, რაც ბლოგს უფრო მრავალმხრივს და საინტერესოს გახდის . ყოველი მომდევნო დღე, კიდევ უფრო საინტერესოა.
среда, 9 сентября 2015 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
მისალმების შემდეგ გავიმეორთ წინა დღის მასალა. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, დროში გაწერილი შეფასების გეგმას. შევისწავლეთ როგორ მოვახდინოთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და გაფორმება.
вторник, 8 сентября 2015 г.
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგი საინტერსოდ დაიწყო. შევუდექით პროექტის გეგმაზე მუშაობას. პირველ რიგში დავადგინეთ სტანდარტი, შემდეგ სტანდარტიდან, 21-ე საუკუნის უნარებიდან და ბლუმის ტაქსონომიის ზმნებიდან განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და შევიმუშავეთ მიმარტულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ყველა პროექტში.
воскресенье, 6 сентября 2015 г.
ტრენინგის მე-2-ე დღე
მისალმების შემდეგ გავიმეორეთ წინა დღის მასალა, განვიხილეთ საშინაო დავალება-პროექტები, ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება, სურათების ჩასმა და მუშაობა ბლოგში, ამ ყველაფერს გამოვიყენებ პროექტის რეკლამისთვის, ეს კი გამომადგება პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში, რაც იმოქმედებს მის წარმატებაზე.
суббота, 5 сентября 2015 г.
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანით ერთმანეთს ტრენინგის მონაწილეები , შემდეგ გავეცანით ინტელის კურსს. ამ რტრენინგზე ვიმუშავებთ 9 დღის განმავლობაში, მიღებულ ცოდნას აუცილებლად განვახორციელებ მოსწავლეებთან, რომელიც დაფუძნებულია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. ასევე გავეცანით გზამკვლევს, ვისწავლეთ საქაღალდის და ბლოგის შექმნა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)