четверг, 1 октября 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე



     დღევანდელი  დღე  დაიწყო ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციით. შემდეგ გადავედით ბლოგზე ვიდეოსა და ალბომის ჩასმის სწავლაზე.ტრენერის მითითებით ჩავიწერეთ მისამართი ict.tpdc.ge. ამ მისამართით  სარგებლობისას შეგვიძლია გავეცნოთ უამრავ საინტერესო ვიდეო გაკვეთილებს,რომელიც თავად ჩვენი მწვრთნელის მიერაა შექმნილი.
     პროექტებით სწავლების ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო პირადად ჩემთვის. ამ ტრენინგზე ვისწავლე პროექტის საუკეთესოდ  წარმართვის მიზნით სამუშაო  საქაღალდისა და ფაილების შექმნა. ასევე ბლოგში  გაჯეტებზე  მუშაობისას ყველაზე  საინტერესო იყო HTML, რომლითაც შეგვიძლია  ვიდეოებისა და ალბომების  დამატება. ჩემთვის ასევე საინტერესო იყო საავტორო უფლებების დაცვის ფაილი, რადგან დღევანდელ ვითარებაში ძალიან კარგი იქნება თუ მოსწავლეები სკოლიდანვე ისწავლიან საავტორო უფლებების დაცვას.
    ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამომადგება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვაში, წარმართვასა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში  ჩართულობის  გაზრდაში, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევანს. ვიტოვებ იმედს, კვლავ საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრებისას. დიდი მადლობა ასეთი შინაარსიანი და სასიამოვნო დღეებისათვის!












воскресенье, 27 сентября 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ წინა დღის  მასალა.  შევისწავლეთ  ფასილიტაციის,  როგორც  გეზის  მიმცემის -რესურსის შექმნა, რაც  დამეხმარება პროექტზე მუშაობისას.  მოვახდინეთ პროექტის  პორტფოლიოს  გადახედვა, შევისწავლეთ  ბლოგზე  ატვირთვა - გაჯეტი,  ასევე გავეცანით  სიის  გაჯეტს. ამ ყველაფერს  გავითვალისწინებ  და გამოვიყენებ  პროექტებზე მუშაობისას.

ტრენინგის მეშვიდე დღე

წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ გავიხსენეთ გარდნერის თეორიის ძირითადი პრინციპები,  რის მიხედვითაც მოსწავლეებს დავალებებს გადავუნაწილებთ  , მათი გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით. ეს კი მოსწავლეს აუმაღლებს მოტივიზაციას.
გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა.

воскресенье, 13 сентября 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა. დღეს გავეცანით, როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა ნამუშევრის პრეზენტაცია. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეების საქმიანობის  ეტაპობრივად  შეფასება და რუბრიკების ჩასმა. გადავხედეთ პროექტის გეგმებს, მოვინიშნეთ, რაც დაგვეხმარება საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავებაში.

суббота, 12 сентября 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა. შევისწავლეთ  საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, როგორ უნდა მოხდეს ურთიერთშეფასებები ანუ კომენტარები ბლოგზე.როგორ შევქმნათ მოსწავლის ბლოგი.  გაჯეტის - როგორც დამატებითი ელექტრონული  ინსტრუმენტის გამოყენება,  მაგალითად სურათის და გამოკითხვის გაჯეტი, რაც ბლოგს  უფრო მრავალმხრივს და საინტერესოს გახდის . ყოველი მომდევნო დღე,  კიდევ უფრო  საინტერესოა.

среда, 9 сентября 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

 მისალმების შემდეგ  გავიმეორთ წინა დღის მასალა. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,  დროში გაწერილი შეფასების გეგმას.  შევისწავლეთ როგორ მოვახდინოთ  პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია და გაფორმება. 

вторник, 8 сентября 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი საინტერსოდ დაიწყო. შევუდექით პროექტის გეგმაზე მუშაობას. პირველ რიგში დავადგინეთ სტანდარტი, შემდეგ სტანდარტიდან, 21-ე საუკუნის უნარებიდან და ბლუმის ტაქსონომიის ზმნებიდან განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და შევიმუშავეთ მიმარტულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ყველა პროექტში.