დღევანდელი დღე დაიწყო ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციით. შემდეგ გადავედით ბლოგზე ვიდეოსა და ალბომის ჩასმის სწავლაზე.ტრენერის მითითებით ჩავიწერეთ მისამართი ict.tpdc.ge. ამ მისამართით სარგებლობისას შეგვიძლია გავეცნოთ უამრავ საინტერესო ვიდეო გაკვეთილებს,რომელიც თავად ჩვენი მწვრთნელის მიერაა შექმნილი.
პროექტებით სწავლების ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო პირადად ჩემთვის. ამ ტრენინგზე ვისწავლე პროექტის საუკეთესოდ წარმართვის მიზნით სამუშაო საქაღალდისა და ფაილების შექმნა. ასევე ბლოგში გაჯეტებზე მუშაობისას ყველაზე საინტერესო იყო HTML, რომლითაც შეგვიძლია ვიდეოებისა და ალბომების დამატება. ჩემთვის ასევე საინტერესო იყო საავტორო უფლებების დაცვის ფაილი, რადგან დღევანდელ ვითარებაში ძალიან კარგი იქნება თუ მოსწავლეები სკოლიდანვე ისწავლიან საავტორო უფლებების დაცვას.
ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამომადგება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვაში, წარმართვასა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდაში, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევანს. ვიტოვებ იმედს, კვლავ საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრებისას. დიდი მადლობა ასეთი შინაარსიანი და სასიამოვნო დღეებისათვის!
Комментариев нет:
Отправить комментарий